ახალი ამბები
ზუგდიდში 10-მდე ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება
ზუგდიდის მერია ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე, 9 ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებას გეგმავს. შესაბამისი საკითხი საკრებულომ უკვე დაამტკიცა. როგორც სხდომაზე ითქვა, თუ ეს მიდგომა არ გაამართლებს და ქალაქი ავტომობილებისგან არ განიტვირთება, მოძრაობა კვლავ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. ამასთან, დარეგულირდება ქალაქში სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების და გაჩერების წესები.

კერძოდ, საგზაო ნიშნების განთავსება და მოძრაობის ახალი წესის შემოღება იგეგმება შემდეგ ქუჩებზე:

კედიას ქუჩის და კოსტავას ქუჩის კვეთიდან კედიას ქუჩის და მარცხენა სანაპიროს ქუჩის კვეთამდე დაწესდეს ცალმხრივი მოძრაობა და კედიას ქუჩის და მარცხენა სანაპიროს ქუჩის კვეთაზე განთავსდეს საგზაო ნიშანი "შესვლა აკრძალულია" კედიას ქუჩაზე;

კედიას ქუჩის და ვახტანგ VI ქუჩის კვეთიდან ვახტანგ VI ქუჩის და კიტიას ქუჩის კვეთამდე დაწესდეს ცალმხრივი მოძრაობა და განთავსდეს საგზაო ნიშანი "შესვლა აკრძალულია" ვახტანგ VI-ის ქუჩაზე;

გამარჯვების ქუჩის და კედიას ქუჩის კვეთიდან სტალინის ქუჩის და თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე დაწესდეს ცალმხრივი მოძრაობა და გამარჯვებისს ქუჩის და თაბუკაშვილის ქუჩის კვეთაზე განთავსდეს საგზაო ნიშანი "შესვლა აკრძალულია" გამარჯვების ქუჩაზე;

გამსახურდიას ქუჩის და თაბუკაშვილის ქუჩის კვეთიდან თაბუკაშვილის და დ. აღმაშენებლის ქუჩის კვეთამდე დაწესდეს ცალმხრივი მოძრაობა და თაბუკაშვილის და დ. აღმაშენებლის ქუჩის კვეთაზე განთავსდეს საგზაო ნიშანი "შესვლა აკრძალულია" თაბუკაშვილის ქუჩაზე;

ზვიად გამსახურდიას გამზირის და კედიას ქუჩის კვეთიდან კედიას ქუჩის და მეუნარგიას ქუჩის კვეთამდე დაწესდეს ცალმხრივი მოძრაობა და კედიას ქუჩის და მეუნარგიას ქუჩის კვეთაზე განთავსდეს საგზაო ნიშანი "შესვლა აკრძალულია" კედიას ქუჩაზე;

რუსთაველის ქუჩის და რუსთაველის II შესახვევის კვეთიდან რუსთაველის II შესახვევის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩის კვეთამდე დაწესდეს ცალმხრივი მოძრაობა და რუსთაველის ქუჩის და რუსთაველის II შესახვევის კვეთაზე განთავსდეს საგზაო ნიშანი "შესვლა აკრძალულია" რუსთაველის ქუჩის II შესახვევზე;

რუსთაველის ქუჩის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩის კვეთიდან სანკტ-პეტერბურგის ქუჩის და რუსთაველის II შესახვევის კვეთამდე დაწესდეს ცალმხრივი მოძრაობა და სანკტ-პეტერბურგის ქუჩის და რუსთაველის II შესახვევის კვეთაზე განთავსდეს საგზაო ნიშანი "შესვლა აკრძალულია" სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე;

ზვიად გამსახურდის გამზირის და ნარმანიას ქუჩის კვეთიდან ნარმანიას და კოსტავას ქუჩის კვეთამდე დაწესდეს ცალმხრივი მოძრაობა და ნარმანიას და კოსტავას ქუჩის კვეთაზე განთავსდეს საგზაო ნიშანი "შესვლა აკრძალულია" ნარმანიას ქუჩაზე;

ლევან II დადიანის და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე განთავსდეს საგზაო ნიშანი "მოძრაობა მარჯვნივ" ლევან II დადიანის ქუჩაზე;

რუსთაველის ქუჩის და ლევან II დადიანის ქუჩის კვეთიდან რუსთაველის ქუჩის და მარჯვენა სანაპიროს ქუჩის კვეთამდე, რუსთაველის ქუჩის ორივე მხარეს განთავსდეს საგზაო ნიშანი "გაჩერება აკრძალულია სატვირთო ავტომანქანებისთვის საღამოს 10 სთ-დან დილის 7 სთ-მდე";

აღმაშენებელის ქუჩის და ხუბულავას ქუჩის კვეთაზე განთავსდეს საგზაო ნიშანი "სატვირთო ავტომანქანებისთვის მოძრაობა მარცხნივ" აღმაშენებლის ქუჩაზე;

თამარ მეფის ქუჩის და ქუთაისის ქუჩის კვეთაზე განთავსდეს საგზაო ნიშანი "სატვირთო ავტომანქანებისთვის მოძრაობა მარცხნივ" თამარ მეფის ქუჩაზე;

თამარ მეფის ქუჩის და შარტავას ქუჩის კვეთაზე განთავსდეს საგზაო ნიშანი "სატირთო ავტომანქანებისთვის მოძრაობა მარჯვნივ" თამარ მეფის ქუჩაზე;

შარტავას ქუჩის და პუშკინის ქუჩის კვეთაზე განთავსდეს საგზაო ნიშანი "სატვირთო ავტომანქანებისთვის მოძრაობა მარცხნივ" შარტავას ქუჩაზე;

სოხუმის ქუჩის და დარასელის ქუჩის კვეთაზე განთავსდეს საგზაო ნიშანი "სატვირთო ავტომანქანების მოძრაობა აკრძალულია" დარასელის ქუჩაზე.

Print