ახალი ამბები
ზუგდიდელი აქტივისტი ამტკიცებს, რომ მისი სახლის მიმართულებით ისროლეს
ზუგდიდში, სოფელ კახათში, ოპოზიციის მხარდამჭერისა და სამოქალაქო აქტივისტის გელა შედანიას ინფორმაციით, მისი სახლის ეზოში გაისროლეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სახლში დედა და ბავშვები იყვნენ, როდესაც გასროლის მსგავსი ხმა გაიგეს, გარეთ გასვლის შემდეგ კი შენიშნეს, რომ კედელზე დამონტაჟებული ნათურა იყო დაზიანებული. ისინი ფაქტს შედანიას პოლიტიკურ აქტივობებს უკავშირებენ. ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 187-ე, ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.


Print