ახალი ამბები
სოფელ კირცხში დიდი რაოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 3970 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

ამავე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა.

ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
Print