ახალი ამბები
ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის 2 მოსწავლეს კორონავირუსი გამოუვლინდა
ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბულიას ინფორმაციით, ინფიცირებული ბავშვები მე-7 კლასის მოსწავლეები არიან და ისინი თვითიზოლაციაში უკვე გადავიდნენ.  

"გუშინ დაუდასტურდათ, ორივე მე-7 კლასელია, პარალელური კლასელები არიან. კლასები სწავლების დისტანციურ რეჟიმში არ გადაგვიყვანია. ვინაიდან სკოლაში პირბადის ტარება აუცილებელია და "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" რეკომენდაციით, კლასების დახურვის აუცილებლობა არ დადგა დღის წესრიგში", - აღნიშნა ბულიამ.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ცნობით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კორონავირუსის გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე რუხის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მე-6 კლასია გადასული. ამ კლასის მოსწავლეებს იზოლაციის პერიოდი 1-ელ მარტს უმთვარდებათ.

ინფორმაციისთვის, რეგიონის მასშტაბით კოვიდ-19 39 მოქალაქეს დაუდასტურდა.
Print