ახალი ამბები
„აფხაზეთი საქართველოა“ - TikTok- ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო აფხაზი გოგო „მილიციაში“ დაიბარეს (ვიდეო)
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ TikTok- ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს იკვლევს, რომელშიც 19 წლის ალიონა ტანია ამბობს ფრაზას: ”აფხაზეთი საქართველოა".
უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომასალაზე ჩანს, რომ ახალგაზრდა ბოდიშს იხდის სიტყვებით: ”მე გამოვაქვეყნე ვიდეო, რომ აფხაზეთი საქართველოა”.  მთხოვეს. ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს გიხდით”.

„ეხო კავკაზას“ უწყების პრესამსახურში განუცხადეს, რომ მათ „მიიღეს აღშფოთებული მოქალაქეების შეტყობინებები“, TikTok- ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, რის შემდეგაც გოგო და მისი მშობლები დაიბარეს და გაესაუბრნენ მათ. 

ახალგაზრდა ქალის  საქციელი დაგმო მამამისმა. ”ეს არ არის სწორი. მთელი ომი გავიარე, ”- თქვა მან.

მამას ჰკითხეს: "როგორ შეუძლია ამის გაკეთება შენს ქალიშვილს?" მან უპასუხა: ”არ მეგონა და არც ვიცოდი, რომ ის ასეთ რამეს გააკეთებდა”.

TikTok-ზე ვიდეო, სახელწოდებით "აფხაზეთი საქართველოა" უკვე აღარ იძებნება.


Print