ახალი ამბები
ზუგდიდში ელექტროანძაზე ასული მამაკაცი უვნებელი ჩამოიყვანეს
ზუგდიდში მამაკაცი, რომელიც ანძაზე იყო ასული და თვითმკვლელობით იმუქრებოდა, მაშველებმა უვნებელი ჩამოიყვანეს. თვითმხილველების ცნობით, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში უკვე გადაიყვანა. მამაკაცი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.
Print