ახალი ამბები
ზუგდიდის ბულვარი განახლდება და დადიანების მუზეუმს შეუერთდება - მინისტრი
ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის "განახლებული რეგიონები" ფარგლებში ზუგდიდის ბულვარი განახლდება და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსს შეუერთდება. გარდა ამისა, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

"საინტერესო განხილვა გვქონდა დღეს, ძალიან საინტერესო არეალები და მდებარეობები იქნა წარმოდგენილი. მაგალითად, ზუგდიდის შემთხვევაში ბულვარი განახლდება და მუზეუმი შეუერთდება. ხობის შემთხვევაში ეს არის ახალი პარკი, ფოთის შემთხვევაში ქალაქის ცენტრალური ქუჩა, რომლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. მესტიაში სარეკრეაციო პარკი მოეწყობა, მესტიას არ ჰქონდა ასეთი პარკი", - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის "განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ სხდომა ზუგდიდში გამართა. მას რეგიონის 9-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print