ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 549 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო - ზემო სვანეთში 45 დაფიქსირდა. 

ბოლო დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 535 კვლევა ტესტით, მათ შორის, 5 665 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 870 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 322 468-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 439 პირი, 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 305 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 300 შემთხვევა, აჭარა - 77, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 9, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 709.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი 30 655 პირი იმყოფება.
Print