ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ზუგდიდში - "ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე სათანადო შედეგის მიღება
"ქართული ოცნების" ლიდერები ზუგდიდში პარტიის წევრებთან შეხვედრას მართავენ. მისი პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი პარტიის თავმჯოდმარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებთან ერთად, ისინი დღეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც განიხილავენ.

მან აღნიშნა, რომ მათთვის ნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნების" გუნდი, მათ შორის, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში, მთლიანად მობილიზებული იყოს შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე სათანადო შედეგის მისაღებად. ირაკლი კობახიძემ საარჩევნო რეფორმაზეც გაამხვილა ყურადღება და განაცხადა, რომ პაკეტი ფუნდამენტურ ცვლილებებს ითვალისწინებს:

"აქ საუბარია, მათ შორის საარჩევნო, ადმინისტრაციის ფუნდამენტურ ცვლილებებზე, მოგეხსენებათ, იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა 8 წევრამდე, თითოეულ საარჩევნო კომისიაში, სამივე დონეზე, მინიმუმ საარჩევნო უბნების 10% იქნება გადათვლილი, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაც არასდროს არ მომხდარა საქართველოში, ამ 30 წლის მანძილზე, ასმეტრიანი რადიუსის წესი იქნება შემოღებული საარჩევნო უბნებთან ... ეს არის ფუნდამენტური ცვლილებები , რომლებიც თვისებრივად ცვლის, გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს საქართველოში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, 23 მაისს, "ქართული ოცნების" ლიდერები ზუგდიდში, კომბინატის კულტურის სახლში, პარტიის წევრებთან შეხვედრას მართავენ. ისინი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ.



Print