ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ხამისკურსა და პირველ მაისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დაიტბორა ეზოები, ქუჩები და სავარგულები.
ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმე წუთით მოძრაობა შეფერხდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ადგილზე დილიდან მუშაობს სპეციალური ტექნიკა. ამავე ინფორმაციით, ამოიწმინდა არხები და ამჟამად საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება.
უხვმა ნალექის გამო აღნიშნული სოფლები 27 ივლისსაც
დატბორა.
მასალის გამოყენების პირობები