ახალი ამბები
წალენჯიხასა და მარტვილში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტში შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე პირველადი გადამუშავების პროდუქტი იყო განთავსებული.

ამავე ინფორმაციით, მძღოლებმა ვერ წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია და ავტომანქანები დალუქეს.

2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

Print