ახალი ამბები
კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია
კალა-უშგულის გზის დაზიანებულ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულდა და ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შეგახსენებთ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 178-ე კმ-ის მონაკვეთზე (კალა-უშგული) გზის მარცხენა ზედა ფერდი ჩამოიშალა.  მოძრაობა ჩაკეტილი იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის.
Print