ახალი ამბები
დღეს საქართველოში მერებს და საკრებულოს წევრებს აირჩევენ
დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. ზუგდიდის მერობისთვის სულ 4 კანდიდატი იბრძვის:

ანზორ მელია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა";

ილია ჩაჩიბაია - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი";

გიორგი შენგელია - "გახარია - საქართველოსთვის";

მამუკა წოწერია - "ქართული ოცნება";

ასევე, დღეს ირჩევენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს. "საარჩევნო კოდექსის" ცვლილების შემდეგ, ზუგდიდის საკრებულოს შემადგენლობა 5 დეპუტატით ნაკლები იქნება. კერძოდ, 15-მდე მცირდება მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა, პროპორციული შემადგენლობა კი 30-მდე იზრდება. შესაბამისად, ნაცვლად 50 დეპუტატისა, საკრებულოში სულ 45 წევრი იქნება. ასევე, რეფორმის შედეგად, ქალაქის 5 ადმინისტრაციულ ერთეულს ნაცვლად ამავე რაოდენობის დეპუტატისა, ეყოლება სამი წარმომადგენელი.

მნიშვნელოვნად შეიცვალა სოფლების საარჩევნო საზღვრებიც. გარკვეული მომიჯნავე სოფლებს საკრებულოში ერთი წარმომადგენელი ეყოლება:

ნარაზენი, აბასთუმანი და ახალსოფელი;

დიდინეძი, ორულუ, ერგეტა და ანაკლია;

ჩხორია და რიყე;

რუხი;

ყულიშკარი, ჯიხაშკარი, ალერტკარი და ჭაქვინჯი;

ინგირი და ოქტომბერი;

ოდიში, კორცხელი და ჭკადუაში;

კახათი:

კოკი, ორსანტია და ახალკახათი;

დარჩელი და განმუხური;

შამგონა და ახალაბასთუმანი.

ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდში სულ 119 849 ამომრჩეველი და 109 საარჩევნო უბანია რეგისტრირებული.
Print