„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ზუგდიდის 67-ე ოლქის #15 უბანზე საჩივარი დაწერა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კომისიის წევრმა მათ დამკვირვებელს არ მისცა უფლება პირადობის მოწმობების და სამაგიდო სიის შესაბამისობა შეემოწმებინა.
ამ დროისთვის, აღნიშნულ ოლქში ეს TI-ის პირველი საჩივარია. ორგანიზაციას აქ სულ 6 დამკვირვებელი ჰყავს.
შეგახსენებთ, ზუგდიდში 109 საარჩევნო უბანია გახსნილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 119 849 შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები