ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 65 შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 297 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 65 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 41 ნფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 პაციენტია მოთავსებული, მათგან 12 მძიმედაა, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 6, გაგრის კლინიკაში – 18, მათგან 3 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში - 9 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 93 პირი იმყოფება, მათგან 12 - მძიმე პაციენტია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 28 341 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 421, გამოჯანმრთელდა 23 335 მოქალაქე.

Print