რეგიონი
სენაკის სოფელ ნოსირში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში ხანძრის შედეგად ბოხუების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგან არავინ დაშავებულა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

როგორც რადიო ,,ათინათს’’ სენაკის მერის წარმომადგენელმა გოგა ქორიძემ უთხრა, დაზარალებულ ოჯახს საშენი მასალით და თანხით დაეხმარებიან.

ადგილზე ოთხი სახანძრაო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროსადენს გაუჩნდა.

Print