ახალი ამბები
17 ოქტომბრამდე სამეგრელოში +23, +28 გრადუსი სითბო იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ოქტომბრამდე საქართველოში, მათ შორის, სამეგრელოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი დღეს და ხვალ +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 13 ოქტომბრიდან +22, +27 გრადუსამდე დათბება.
Print