ახალი ამბები
დავით ქირია ნახევარფინალშია - საპრიზო ფონდი 1 მილიონ დოლარს შეადგენს (ვიდეო)
მსოფლიოს ჩემპიონმა კიკბოქსინგში, დავით ქირიამ One Championship-ის გრანპრის ბრძოლაში გერმანელი ენრიკო კელი დაამარცხა.

33 წლის ზუგდიდელი სპორტსმენი ნახევარფინალში გადავიდა, მოგების შემთხვევაში კი, ფინალში მილიონი დოლარისთვის იბრძოლებს.

გერმანელი მოწინააღმდეგის დამარცხების შემდეგ ის რინგის ბაგირზე ავიდა და თქვა: "მადლობა ღმერთს და მთელ საქართველოს, ჩვენ გავიმარჯვებთ,".

გრან პრი One Championship Kickboxing-ის 70 კგ წონით კატეგორიაში ტარდება, რომელშიც 8 კიკბოქსიორი იღებს მონაწილეობას. საპრიზო ფონდი 1 000 000 დოლარია.

Print