ახალი ამბები
გდდ-ის იმერეთის სამმართველოს პოლიციის მაიორმა რომან ანთიამ თანამდებობა დატოვა
შს სამინისტროს იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა, მაიორმა რომან ანთიამ ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს სოლიდარობა გამოუცხადა და პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ყოფილი პოლიციელის ლექსო რაფავას დაკავება მისთვის მიუღებელია და სწორად ამიტომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

„ლექსო რაფავა ჩემი მეგობარია. პროტესტს ვაცხადებ მისი უკანონო დაკავების გამო და დავტოვე სამსახური. მე ვემსახურები საქართველოს და არა რომელიმე პარტიას“, - განაცხადა მან ბრიფინგზე.

ყოფილი პოლიციელები შსს-ს თანამშრომლებს მოუწოდებენ არ შეასრულონ უკანონო დავალებები.

ინფორმაციისთვის, დღეს თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა.
Print