ახალი ამბები
ზუგდიდში დაკავებული 5 პირის მიმართ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
ქალაქ ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობსი. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 

„საარჩევნო უბანთან, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 5 პირი დააკავა. ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოსთვის“ დამფუძნებლის ლაშა ხუსკივაძის ინფორმაციით, დააკავეს გიორგი მულლაძე, ნიკა ნარსია, კახა კვეკვესკირი, ალბერტ მერაბაშვილი და ბექა პაპაშვილი. ისინი ამბობენ, რომ უბნებიდან დამკვირვებლების გაყვანა მათ განაიტრალებას ემსახურება.

Print