რეგიონი
ენმ-ის პრესსამსახურის თანამშრომელს დამკვირვებელმა ხელი დაარტყა (ვიდეო)
ზუგდიდში, 26-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა, რომელიც სავარაუდოდ, მმართველი პარტიიდანაა წარდგენილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის თანამშრომელს ხელი გაარტყა. დაპირისპირება უბანზე დაიწყო, მოგვიანებით კი გარეთ გაგრძელდა.

ნენე დალაქიშვილის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის გაღიზიანება მისმა კითხვამ და ვიდეო გადაღებამ გამოიწვია.
დაპირისპირება 26-ე უბანზე, ვიდეო: ნენე დალაქიშვილი


"მითხრა, ნუ მიღებო, დამარტყა მთელი ძალით. მანამდე ხელს უშლიდა ჩვენს დამკვირვებლებს",- ამბობს დალაქიშვილი. 

ადგილზე მოვიდა საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი. ჯერჯერობით უცნობია, დააკავებენ თუ არა მამაკაცს.
Print