რეგიონი
ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბნიდან კომისიის წევრი ენმ-დან გააძევეს
პოლიციამ ზუგდიდის 21-ე უბნიდან დამკვირვებელი ძალის გამოყენებით გაიყვანა. სამართალდამცავების განმარტებით, კომისიამ აღნიშნულ პირზე გაძევების ოქმი შეადგინა, სწორედ ამიტომ დაატოვებინეს მას კენჭისყრის ოთახი.

თამარ ბლიაძის მტკიცებით, მისი მხრიდან დარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა კომისიის თავმჯდომერემ პოლიციას მისკენ მიუთითა, რის შემდეგაც, ის გარეთ გაიყვანეს. 

,,ინფორმაცია მქონდა, რომ იყო კარუსელი, ჩვენებმა გააბრუნეს უკან, მოვედი, ვნახე  აბსოლუტურად უცნობი ადამიანები და წამებში მოხდა ის, რომ ამ ქალბატონმა როგორც კი მნახა, ჩაიკეტა ოთახში. ჩვენები მეუბნებიან, წარმომადგენლები და დამკვირვებლები, რომ რაღაცა ჩანთით, და მთელი დღის განმავლობაში მეუბნებოდნენ, რომ რაღაცა ჰქონდა ბიულეტენებით. ვთხოვეთ პოლიციას, გაერკვია რა ხდება, როგორც კი პოლიცია დაიძრა იქითკენ, დაიწყეს ამათი გამოყრა ყველასი და გამოყარეს წამრმომადგენლები, დამკვირვებლები, კომისიის წევრები'', - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანი წითლიძემ.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.


Print