ახალი ამბები
ზუგდიდის გადამწყვეტ მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა
ზუგდიდის მე-4 საარჩევნო ოლქში, სადაც მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით "ქართული ოცნების" კანდიდატმა მოიგო. ირაკლი ჯანაშიამ ამომრჩეველთა ხმების 52.2% მიიღო, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან დასახელებულ ზვიად ჯღარკავას 47.8%-მა დაუჭირა მხარი. 

სულ აღნიშნულ ოლქში, რომელიც 4 სოფელს (ჭითაწყარი, ცაიში, ურთა, ცაცხვი) აერთიანებს 7 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. არჩევნებზე გამოცხადდა 3 468 მოქალაქე, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 94-ს შეადგენს.

მეორე ტურის წინასწარი შედეგების მიხედვით მანდატები ზუგდიდის საკრებულოში ასე განაწილდება:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 22 მანდატი;

"ქართული ოცნება" - 20 მანდატი;

"გახარია – საქართველოსთვის" - 3 მანდატი.
Print