ახალი ამბები
ანა წითლიძე პარლამენტს სავარაუდოდ დატოვებს
საქართველოს პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის პარლამენტში დარჩენის აზრის ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია საკანონმდებლო ორგანოში მარტო უნდა დარჩეს.

"მე არ ვიცი ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ ზუგდიდში ვარ, მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა (არც მქონია ისე ვიბრძოდი). "ქართული ოცნება" უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო.

დანარჩენზე ვისაუბრებ აქციებზე", - წერს წითლიძე. 

რადიო "ათინათის" კითხვაზე არის თუ არა ეს მისი საბოლოო გადაწყვეტილება, პარლამენტარი გვპასუხობს, რომ დეტალებზე მოგვიანებით, პარტიასთან კომუნიკაციის შემდეგ ისაუბრებს.
Print