ახალი ამბები
ზუგდიდში აქციის მონაწილეების ნაწილი გუბერნიასთან დარჩენას გეგმავს
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და წევრები ღამის გათევას აპირებენ. მათი მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაა. შეკრებილები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

ისინი ენმ-ის ოფისიდან ცენტრალურ მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. გუბერნიასთან მობილიზებულია პოლიცია. 

ენმ-ს ორგანიზებით ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეიკრიბნენ. ისინი სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდნენ. შეკრებილებს სიტყვით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიმართეს.
Print