ახალი ამბები
სოფელ ოდიშში ერთსართულიანი სახლი დაიწვა
ზუგდიდის სოფელ ოდიშში, ფიფიების ერთსართულიან სახლში ცეცხლი გაჩნდა, სადაც 3 მცირეწლოვანი და 2 მოზარდი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა, ოდა სახლი კი მთლიანად დაიწვა. მეზობლების ინფორმაციით, ბავშვებთან მხოლოდ ბებია იმყოფებოდა, რომელმაც მცირეწლოვანების გამოყვანა დროულად მოახერხა.

"მეორე სახლიც აქვთ, მაგრამ საყოფაცხოვრებო ნივთები და სურსათ- სანოვაგე ოდაში ჰქონდათ. აქ ცოვრობდნენ, საწოლი ოთახები აქ ჰქონდათ. ვერაფერის გამოტანა ვერ მოვასწარით, ყველაფერი დაიწვა"- ამბობენ მეზობლები.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ცეცხლი მეორე სახლსაც გადაედო, თუმცა მაშველებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.
Print
თეგები: ოდიში / ხანძარი /