ახალი ამბები
ფოცხოეწერში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა
წალენჯიხის სოფელ ფოცხოეწერში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. მეზობლები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ელექტრო ღუმელს გაუჩნდა. მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა.

„სავარაუდოდ კვამლისგან გაიგუდა, რადგან ოთახი, სადაც ცხედარი იპოვეს არ არის დამწვარი, ეტყობა გასვლას ცდილობდა. კოტეჯში ცხოვრობდა“, - ამბობენ ადგილობრივები.

მათივე ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ადგილზე დროულად მივიდა.
Print