ახალი ამბები
საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს სენაკში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუშიც
ზუგდიდის გარდა საკრებულოს თავმჯდომარეებზე ვერ შეჯერდნენ სამეგრელოს კიდევ 3 მუნიციპალიტეტში. წალენჯიხაში, სენაკსა და ჩხოროწყუში სხდომები მომდევნო კვირამდე გადაიდო. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა ერთპარტიული უმრავლესობა. 

რაც შეეხება მარტვილს, აბაშას, ფოთს, მესტიასა და ხობს, აქ საკრებულოებს "ქართული ოცნების" დეპუტატები უხელმძღვანელებენ. 


ამავე თემაზე: 

რატომ ვერ აირჩიეს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე




Print