მომავალი წლიდან პენსიის მოცულობა იზრდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირები 300 ლარს მიიღებენ.
"მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია", - თქვა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები