ახალი ამბები
დაურ კოვე აფხაზეთის უნივერსიტეტის პრორექტორი გახდა
დაურ კოვე აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკურ საკითხებში პრორექტორის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა. მანამდე, ის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. 18 ნოემბერს ის ინალ არძინბამ ჩაანაცვალა, შესაბამის ბრძანებას აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი. მაშინ "პრეზიდენტის ადმინისტრაციამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოვე სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

31 წლის ინალ არძინბა მანამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახლმწიფო მრჩეველი იყო. 2018 წლამდე ის რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს ხელმძღვანელობდა. 2020 წელს მან დააარსა კონკურსი "აფხაზეთის სიამაყე" ახალგაზრდა მენეჯერებისთვის. 2021 წლიდან ის "პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან ერთად ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერის პლატფორმის "აფხაზეთის მომავალი" საპატიო თავმჯდომარეა", -  წერს "აფსნიპრესი".

Print