ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ენმ-მ დატოვა
მას შემდეგ, რაც ზუგდიდის საკრებულომ ახალი დეპუტატების, მანუჩარ ფიფიასა და გიორგი კორტავას უფლებამოსილება ცნო, სხდომა დატოვეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. ენმ-ს გადაწყვეტილების მიუხედავად, კვორუმი შედგა და სხდომა გრძელდება. ადგილზე რჩებიან "გახარია-საქართველოსთვის" და "ქართული ოცნების" დეპუტატები.

"გარკვეული მიზეზების გამო ჩვენი თანაგუნდელების ნაწილი სხდომას არ ესწრებოდა. დანარჩენები იმიტომ მოვედით, რომ დეპუტატების ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობაში მიგვეღო მონაწილეობა. დანარჩენი არის გუნდური გადაწყვეტილება, არის მოლაპარაკებების რეჟიმში ეს ყველაფერი და შემდგომ ნაბიჯებს ერთად ვიხილავთ", - თქვა ენმ-ის წევრმა ხათუნა შამუგიამ.

ამ ეტაპზე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურები იწყება. დეპუტატებმა ერთმად დაამტკიცეს ბიულეტენის ფორმა.
Print