ახალი ამბები
"ენგურჰესის" თაღოვანი კაშხალი საერთაშორისო კულტურულ მარშრუტებში შეიყვანეს
"ენგურჰესის" თაღოვანი კაშხალი "ევროპის საბჭოს, კულტურული მარშრუტების პროგრამის, ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის" სერთიფიცირებული წევრი გახდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, კაშხალი პირველი ობიექტია საქართველოდან, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტში გაწევრიანდა.

"ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია" პროექტის პირველი ეტაპი ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ ენგურის ატრაქციამ დაიწყეს. ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა 2 საათია და ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები. "ენგურჰესის" კაშხლის ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურის მოწყობის მომდევნო ეტაპი მოიცავს გადასახედი მოედნების, საბაგირო გზის, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრის, ღია საკონცერტო სივრცისა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალი ლიფტის კაშხალზე მოწყობას",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე: 

"ენგურჰესის" ტურისტული ცენტრის მოწყობა იწყება - ჰყავს თუ არა პროექტს ინვესტორი


Print