ახალი ამბები
უამინდობის გამო აფხაზეთის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება
უამინდობის გამო, ელექტრო ქსელებში სხვადასხვა სიმძიმის ავარიების შესახებ ინფორმაციას აფხაზური ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ავრცელებს.
კერძოდ, სოხუმის, ოჩამჩირისა და გაგრის რიონების ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. ენერგოკომპანიის ბრიგადები ავარიის შედეგების ლიკვიდაციას ცდილობენ.

23 დეკემბერს, აფხაზეთში პირველი თოვლი მოვიდა. თოვისა და ლიპყინულის გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.


Print