ახალი ამბები
ზუგდიდში, ხობსა და აბაშაში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 4 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, აბაშის, ხობის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა 117 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოჭრეს.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა.
Print