სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
68 წლის ქალი აფხაზეთში ცხოვრობდა და მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადიოდა.
ამავე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში სულ 265 პაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმეა 13-ის მდგომარეობა.
საკარანტინე სივრცეში ვირუსით ინფიცირებული 18 მოქალაქე იმყოფება. დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 175 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები