ახალი ამბები
ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე მეხუთე მცდელობაზეც ვერ აირჩიეს
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩიეს და სხდომა ერთი თვით გადაიდო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან "გახარია-საქართველოსთვის" წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი დროის გაყვანას ემსახურება. ისინი მმართველ პარტიასა და ენმ-ს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ.

მანამდე, 1 საათიანი შესვენება გამოცხადდა, თუმცა ამ დროში სხდომას საკმარისი რაოდენობის დეპუტატები არ შეუერთდნენ და კვორუმი ვერ შედგა.

წარმომადგენლობით ორგანოში განმარტეს, რომ ამ პერიოდში ნებისმიერ ფრაქციას საშუალება ექნება მოიწვიოს სხდომა.
Print