ახალი ამბები
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 10 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, უწყების ცნობით, მარტვილის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს და შემდგომში ტრანსპორტირება გაუწიეს, ჯამში, 33 მ³​-ზე მეტ და 63 ერთეულ ხე-ტყეს.

"მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა", - ნათქვამია განცხადებაში.
Print