რეგიონი
სოსო ჯაფარიძე ზამთრის ოლიმპიადაზე დღეს იასპარეზებს
დღეს, 13 თებერვალს საათზე სოსო  ჯაფარიძე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზებს. სამთო-მოთხილამურეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მესტიელმა სპორტსმენმა წელს პირველად მოიპოვა.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე სპორტის 15 სახეობაა წარმოდგენილი. აქედან ქართველი სპორტსმენები სამ სახეობაში – ფიგურულ ციგურაობაში, ციგაობასა და სამთო თხილამურობაში ასპარეზობენ. ჩვენი ქვეყნიდან ოლიმპიურ თამაშებზე ექვსი მოციგურავე გამოდის. მათ შორის ანასტასია გუბანოვა და მორის ყვითელაშვილი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში იღებენ მონაწილეობას, კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, ასევე მარია კაზაკოვა და გიორგი რევია – წყვილებს შორის.

რაც შეეხება სამთო-მოთხილამურეებს, ამ სახეობაში საქართველოს ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე წარადგენენ. ჩვენი ქვეყნის სახელით ციგაობაში საბა ქუმარიტაშვილმა იასპარეზა.

2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადა 4-დან 20 თებერვლამდე გაიმართება.
New layer...
Print