ახალი ამბები
ოჩამჩირეში სავაჭრო ობიექტიდან ქართული მარკირების მქონე ალკოჰოლური სასმელი და მინერალური წყალი "კონტრაბანდის" სახით ამოიღეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საბაჟო კომიტეტის" ინფორმაციით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჩამჩირეში, სავაჭრო ობიექტის შემოწმებისას, ქართული მარკირების მქონე ალკოჰოლური სასმელი და მინერალური წყალი ამოიღეს, სულ 13 ბოთლი.

უწყების ინფორმაციით, "კონტრაბანდული პროდუქცია, რესპუბლიკაში მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევით" შეიტანეს.

მათივე განცხადებით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მასალები საგამოძიებო და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს გადასცეს".

მანამდე, სოხუმმა ადმინისტრაციულ საზღვარზე "საბაჟო კონტროლის" დაწესების აუცილებლობის შესახებ არაერთხელ განაცხადა.






Print