ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობაზე უკრაინის დროშა გადმოფინეს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე უკრაინის დროშა გადმოფინეს. როგორც პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ თქვა, აღნიშნული ქმედებით ისინი კიდევ ერთხელ უცხადებენ სოლიდარობას უკრაინას.

"ახლა ვალდებულები ვართ უკრაინის გვერდით ვიდგეთ. ამ ბრძოლაში გამძლეობას და გამარჯვებას ვუსურვებთ. დიდება გმირებს", - ამბობს წითლიძე. 

დროშები დღეს სხვა რეგიონების ადმინისტრაციული შენობებიდანაც გადმოფინეს. 


Print