ახალი ამბები
ზუგდიდის მერიასთან უკრაინის დროშა აღმართეს
მერიის შენობასთან საქართველოს და ევროკავშირის დროშებთან ერთად დღეიდან უკრაინის დროშაც განთავსდება. 

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს უკრაინის სახელმწიფოს და ხალხს!", - ვკითხულობთ გავრცელებულ ფეისბუქ პოსტში.

რამდენიმე დღით ადრე სამოქალაქო აქტივისტებმა მერიის შენობას ყვითელი და ლურჯი ფერის საღებავი შეასხეს, რითაც, მათი თქმით, უკრაინის საკითხზე ადგილობრივი ხელისუფლების დუმილი გააპროტესტეს. ისინი შენობის წინ მხარდაჭერის ნიშნად უკრაინის დროშის აღმართვას ითხოვენ.
Print