ახალი ამბები
"ათინათი" უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას იწყებს
"ათინათი" ზუგდიდში მცხოვრებ უკრაინელ მოქალაქეებთან ერთად საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების ნივთების შეგროვებას იწყებს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საქველმოქმედო მიზნით შეგროვებული მედიკამენტები, ტანსაცმელი და საკვები თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ბავშვებს, მოხუცებსა და ქალებს გადაეცემათ.

განსაკუთრებული საჭიროების ნივთებია:

- ჩვილი ბავშვების საკვები;

- პირველადი დახმარების წამლები, რომელთა ჩამონათვალსაც სურვილისამებრ "ათინათი" მოგაწვდით.

- საძილე ტომრები, საბნები, თეთრეული, პირსახოცები, საწვიმარი;

- თბილი ტანსაცმელი (თერმოტანსაცმელი, ქურთუკი, შარფი, ქუდი, ხელთათმანი);

- ჰიგიენის და პირადი მოხმარების ნივთები, მათ შორის: სარეცხი საშუალებები, კბილის პასტები და ჯაგრისები, საფენები, ბალიშები, ქაღალდის პირსახოცები, ანტისეპტიკები, მრავალჯერადი და ერთჯერადი ნიღბები, სავარცხლები, ქალის, მამაკაცის და ბავშვის საცვლები, წინდები, მიკროფიბერის პირსახოცები, მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭლის ნაკრები, ტელეფონი ჩარჯერები, გარე დამტენები (Power Bank), სანთლები;

- ჩირი, თხილი, დაკონსერვებული საკვები, ვერმიშელი, ხსნადი მარცვლეული;

"ერთად დავუდგეთ ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს, როგორც შეგვიძლია. ეს ჩვენი ადამიანური და მოქალაქეობრივი ვალი. არ გვეგულება ადამიანი, ვისაც ახლა ამ ძალადობის და სასაკლაოს ყურება მშვიდად შეუძლია. დრო არ ითმენს მეგობრებო! თქვენი ნობათი უკრაინისთვის შეგიძლიათ მოიტანოთ "ათინათში", დატოვოთ დაცვის სამსახურის თანამშრომელთან ან იკითხოთ თამუნა გამსახურდია და მაკა კორკელია. ტვირთის გაგზავნას უზრუნველყოფს "ათინათი", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

"ათინათის" მისამართია: ზუგდიდი, რუსთაველის 94;

საკონტაქტო ნომრები: 571 05 10 59 ან 577 44 84 99.
Print