ახალი ამბები
უბედური შემთხვევის შედეგად წალენჯიხაში მოზარდი გარდაიცვალა
წალენჯიხის ცენტრში 14 წლის მოზარდი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და დაგორდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მან სავარაუდოდ, თავის ტრავმა მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
Print