ახალი ამბები
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ზუგდიდის მერიის სარეზერვო ფონდიდან 20 000 ლარი გამოიყო
ზუგდიდიში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სპორტკომპლექსში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება გრძელდება. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესში მერიასთან და საჯარო მოხელეებთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესსექტორი. ამავე ცნობით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მერიის სარეზერვო ფონდიდან 20 000 ლარი გამოიყო.

"ზუგდიდის მსგავსად პროცესში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს", - აღნიშნულია გუბერნატორის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print