ახალი ამბები
უკრაინული ლიტერატურა მშვიდობისთვის - გამოფენა ზუგდიდის ბიბლიოთეკაში
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში უკრაინის მხარდასაჭერად გამოფენა გაიხსნა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უკრაინული ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი.

"უკრაინასთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. სანამ ომი დაიწყებოდა, "ვეფხისტყაოსანი" წაიკითხეს უკრაინულად ახალგაზრდებმა. გვაქვს წიგნის მოყვარულთა წრე და ამ ჯგუფში ახალგაზრდები ყოველკვირეულად აწყობენ უკრაინის მხარდასაჭერ აქტივობებს. ამჯერად, გადავწყვიტეთ გამოვფინოთ ის ფონდი, რაც ინახება ბიბლიოთეკაში, ეს არის როგორც ქართულ, ისე უკრაინულ ენაზე შედგენილი წიგნები და ამით კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ უკრაინის მეგობრები", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ბესიკ არახამიამ. 

მისივე თქმით, გამოფენის დათვალიერება და წიგნებით სარგებლობა ნებისმიერ მოქალაქეს 10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით შეეძლება.
Print