ახალი ამბები
წალენჯიხაში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა
წალენჯიხაში, საშანოს უბანში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალი ემსხვერპლა. 47 წლის სკოლის დირექტორი ქვეითად გადაადგილდებოდა, როცა მას ტაქსი დაეჯახა.

"ათინათის" ინფორმაციით, მძღოლი ჯერ ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით თავად გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
Print