ახალი ამბები
ზუგდიდის საბავშვო ბაღში პირველი უკრაინელი ბავშვი ჩაირიცხა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნომერ მეცამეტე საბავშო ბაღში უკრაინელი ბავშვი ჩაირიცხა. როგორც ააიპ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, მცირეწლოვანი ოჯახთან ერთად ქალაქში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა და ზუგდიდელ თანატოლებს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.

უკრაინელი ბავშვებისთვის ბაღში ჩარიცხვის გამარტივებული წესი მოქმედებს.

„ამ შემთხვევაში ვითხოვთ მხოლოდ დაბადების მოწმობის ასლს, სხვა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა არ არის საჭირო“, - ამბობს თოლორაია.

მისივე თქმით, ზუგდიდის საბავშვო ბაღები უკრაინელი ბავშვების მისაღებად მზად არის.



Print