ახალი ამბები
ფოთში მამაკაცი მოკლეს - დაკავებულია ერთი პირი
ფოთში 30 წლამდე მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ამავე ასაკის კაცი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს - 1992 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, თავის არეში ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე წუთში ფოთში დააკავეს.  შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print