აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს, საბრძოლო მომზადების პროგრამის ფარგლებში, სწავლება ჩაუტარდათ. სამხრეთის სამხედრო ოლქის რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალისტები წვრთნებს
საკომუნკაციო ქვედანაყოფისთვის წებელდის ნაღავლოუს პოლიგონზე 25 მარტიდან ატარებდნენ, წერს "აფსნიპრესი".
მანამდე, აფხაზური მედია წერდა, რომ აფხაზეთში დისლოცირებული 100- მდე რუსი სამხედრო 9 მაისს სოხუმში დაგეგმილი აღლუმისთვის ემზადება, ფაშიზმზე გამარჯვების 77- ე წლისთავის აღსანიშნავად. აღლუმში მონაწილეობას მიიღებს სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზის სამხედრო ორკესტრიც.
მასალის გამოყენების პირობები