ახალი ამბები
აფხაზ "იმპორტიორებს" რუსეთიდან გარკვეული პროდუქციის შამოსატანად დამატებითი ნებართვები დასჭირდებათ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ " იმპორტიორები" გააფრთხილა, რომ დასავლეთის სანქციების საპასუხოდ, რუსეთის მთავრობამ გარკვეული საქონლისა და აღჭურვილობის ექსპორტზე ნებართვების გაცემის ახალი პროცედურა შემოიღო, წერს "აფსნიპრესი".

შესაბამისად, მათ რუსეთის კომპეტენტური ორგანოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მოუწევთ. საუბარია სასოფლო - სამეურნეო, კვების, სამშენებლო - საგზაო ტექნიკის, ჩარხ-ინსტრუმენტების პროდუქციის და მძიმე ტექნიკის შემოტანაზე.

ამავე ინფორმაციით, სამრეწველო პროდუქციის ექსპორტზე ნებართვას რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამინისტროების შესაბამისი დეპარტამენტები გასცემენ. ამისათვის "იურიდიულმა ან ინდივიდუალურმა საწარმომ განცხადებით ან სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის მეშვეობით უნდა მიმართოს რუსეთის უწყებების ნებართვის დოკუმენტაციის მისაღებად". 

Print